კანონდარღვევა და მუქარა? -წალენჯიხის საკრებულო ახალ გადაწყვეტილებას იღებს

21

news_21488წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმართველობის ატესტაციის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებას წყაროს ცნობით თან ახლდა საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბელქანიას მუქარის ტონით გამოთქმული ინიციატივა, რომ ჩაეწერათ ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა სახელები და გვარები. “ჩაიწერეთ ვინ იყო წინააღმდეგი, რომ გავითვალისწინოთ მომავალში თუ ვინ ვინაა და მერე მოვთხოვოთ პასუხი”. დაახლოებით ასეთი იყო დავით ბელქანიას დირექტივა საკრებულოს სხდომაზე. გარდა ამისა გადაწყვეტილებას ჰყავდა მოწინააღმდეგეები, რადგანაც ისინი ამას კანონდარღვევად მიიჩნევენ.

რაც შეეხება კანონს საჯარო სამსახურის შესახებ, ძირითად პასუხს 82-ე და 83-ე მუხლების რამდენიმე პუნქტიდან ვიღებთ, რომელსაც აქვე გთავაზობთ. ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას:

მუხლი 82

2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; (28.04.2006. N2945)

მუხლი 83. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას.
ეს ნიშნავს, რომ ატესტაცია უტარდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საწარმოთა მოსამსახურეებს(გარდა გამგეობისა და საკრებულოსი), კომისიის თავმჯდომარე არის სხვა, ხოლო საკითხი თანხმდება გამგებელთან ან საკრებულოს თავმჯდომარესთან, კომპეტენციის ფარგლებში.
საინფორმაციო სააგენტო smo.ge წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა გულორდავას დაუკავშირდა და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი სთხოვა.
“საჯარო სამსახური იყოფა ორ კატეგორიად.სამსახური სახელმწიფო სამსახურში და სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურში. ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად, შესაბამისად აქ ვრცელდება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მე-18-ე მუხლი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლობითი ორგანო არის საკრებულო და გამგეობა აღასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს. იქ არ არის მითითებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდ ცალკე გამოყოფილი არის გამგეობა. საუბარია იმ პირთა წრეზე ვისაც ნიშნავს საკრებულო. ის რომ გამგეობისსაჯარო მოხელეები არ ექვემდებარებიან ატესტაციას და ამით საკრებულომ კანონი დაარღვია, ეს არის მტკნარი სიცრუე.”-აცხადებს გოგა გულორდავა.
წალენჯიხის გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მუქარის ტონით გამოთქმულ სიტყვებზე კომენტირებისას აცხადებს, რომ მან არ იცის ვინ ვის დაემუქრა, თუმცა აქვე დასძენს, რომ ის ამას მუქარას ვერ დაარქმევდა.
“არ ვიცი მე ვინ ვის დაემუქრა, თუმცა ამაში მე მუქარასაც ვერ ვხედავ. “ჩაინიშნეთ” კი ბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს არც მუქარას. იქ იყო გამოთქმული აბსურდული მოსაზრებები და შესაბამისად მათი კომპეტენციის საკითხი სხვა დროს, სხვანაირად დადგება. იმ საკრებულოს წევრებმა, რომლებმაც პრეტენზია გამოაცხადეს, ერთხმად მისცეს ხმა შარშან საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარებას. თუ გინდათ მობრძანდით და მე მოგაწვდით მაგ დოკუმენტს,”-აცხადებს წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა.

 

სხვა ახალი ამბები: