„კანონი დევნილთა შესახებ“ იცვლება

0

darakhvelidzeოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად დევნილთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობს. მინისტრის – დავით დარახველიძის 164-ე ბრძანების საფუძველზე დევნილთა სამინისტროში კანონპროექტზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მას სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

როგორც მინისტრი დავით დარახველიძე აცხადებს, კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექნიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა უფლებების დაცვას იძულებით გადაადგილების მთელ პერიოდში; ხელს შეწყობს დევნილთა რეგისტრაციის ადგილზე მათ ინტეგრაციას; ხელს შეუწყობს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას.

კანონპროექტზე მუშაობა უკვე სრულდება, რის შემდეგაც ის ყველა იმ პროცედურას გაივლის, რაც პარლამენტში განხილვამდეა საჭირო. გადაიგზავნება სახელმწიფო უწყებებში, რომელბიც წამოადგენენ თავიანთ შენიშვნებს, შემდეგ კი საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.

კანონპროექტზე მუშაობაში ჩართულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი; ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი; დანიის ლტოლვილთა საბჭო; სახალხო დამცველის აპარატი. საკონსულტაციოდ საქართველოში ჟენევიდან გაეროს ექსპერტი ალეჰონე აბებიც ჩამოვიდა.

სხვა ახალი ამბები: