კარასინი: ”საზღვრის დაფიქსირებასთან დაკავშირებული სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება”

0
12339_1რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა დიცთან საზღვრის გადმოწევის თაობაზე ჩეხეთის შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ის სოფელ დიცში მომხდარ ფაქტს ქართულ მხარეს აბრალებს და აღნიშნავს, რომ ის სკანდალი რაც დიცში მოხდა ბრალი სწორედ იმ ადამიანებს მიუძღვით, ვინც ამ ადგილას აქცია გამართა.
“არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს საზღვარი. შეიქმნა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა, ჩვენი მესაზღვრეები დგანან ადგილზე და იცავენ საზღვარს. მაგრამ დაცვა შეიძლება მხოლოდ იმის, რაც ვიზუალურად ჩანს, ამიტომ მისი მონიშვნა აუცილებელია და გარდაუვალი და აუცილებლად გაგრძელდება. გიხსნით, რომ საბჭოტა კავშირის დროინდელი საზღვრები 2008 წელს სააკაშვილის მიერ დაგეგმილი აგრესიის შემდეგ გახდა სახელმწიფო საზღვრები. ეს არის მთელი ისტორია. ის სკანდალი რაც დიცში მოხდა სოფელში, რომელიც მოსკოვში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ დამნაშავეა და ბრალი მიუძღვით მათ ვინც შსს- ს წარმომადგნლებთან ერთად მივიდნენ და სცადეს ხმაურიანი აქციის გამართვა. მე შემიძლია რუკაც განახოთ, რომ საზღვარმა გვერდი აურა სასაფლაოს, სადაც ოსებიც არიან დაკრძალული და ქართველებიც და მისვლა ყველას შეუძლია, საზღვრის მიღმა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ ოსეთი. ეს იყო პოლიტიკური აქცია, მიზანსცენა, ინსინუაცია. ვინც ეს მოაწყო, მის ინტერესში შედიოდა რომ ჩვენ პრაღაში მხოლოდ პრეტენზიები გაგვეცვალა და ასე დავშორებულიყავით.”-განაცხადა კარასინმა ”მოამბისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალში იმავე ტერიტორიებზე და სხვაგანაც საზღვრის დაფიქსირება არ მოხდება. ის ღიად აცხადებს, რომ სამუშაოები ისევ გაგრძელდება.
”საზღვრის დაფიქსირებასთან დაკავშირებული სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება. მე და აბაშიძემ განვიხილეთ ეს თემა და გადავედით სხვა საკითხებზე.რუსეთის პრეზიდეტმა და თავის მხრივ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა დაგვავალეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურტიერთობების არარსებობის პირობებში გადავჭრათ პრაქტიკული საკითხები და ვიპოვოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.ამ დავალების შესრულება პირდაპირ გეტყვით რომ თითქმის შეუძლებელია-განაცხადა გრიგორი კარასინმა.

სხვა ახალი ამბები: