კახაბერ ბენიძემ ხობის გამგებლის პოსტი დატოვა

0

images-cms-image-000003098ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც თავად გამგებელი აცხადება ამის მიზეზი  სამუშაოდ ახალ თანამდებობაზე გადასვლაა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ახალი გამგებლის დანიშნვამდე, მისი მოადგილე მახარე ჩოკორაია შეასრულებს.

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა დააკმაყოფილოს ხობის გამგებლის კახაბერ ბენიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა ქარდავას განცხადებით, უახლოეს მომავალში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდება კონკურსი, რომლის ყველა პირობაც საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

კახაბერ ბენიძე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2012 წლის 12 დეკემბერიდან მუშაობდა.

სხვა ახალი ამბები: