კახაბერ ფარცვანია: “მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისია აქტიურად აგრძელებს საქმიანობას”

0

11204712_449871225174544_913911275_oშემოსული განცხადებების საფუძველზე, დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიიამ ცხრა ნაკვეთი დაათვალიერა და შეამოწმა ნახაზებისა და რეალურად არსებული ფართობების შესაბამისობა, ასევე განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურები.

11204637_449871218507878_1725054003_o11246014_449871235174543_348257466_o11204574_449871238507876_1370670195_o„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისია აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. გასულ კვირას გამართულ კომისიის სხდომაზე განვიხილეთ 13 მოქალაქის განცხადება, რომელთა ძირითადი ნაწილი კერძო, მამა–პაპისეული სახლები იყო. ცამეტივე განცხადებაზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად, ჩვენთან შემოსულია 24 განცხადება, დღეს ცხრა განცხადების შესაბამისად საველე სამუშაოების ჩავატარეთ, ხვალ დანარჩენ ნაკვეთებსაც დავათვალიერებთ. კომისიის სხდომა ორშაბათს 15:00 საათზე გაიმართება, სადაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს კომისიას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში“– აცხადებს კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანია.

სხვა ახალი ამბები: