კახა კაკაბაძე შსს-ში გადაყავთ, ლევან კაკავა კი ზუგდიდში მალხაზ თორიამ ჩაანაცვლა

0

shemosavlebis-samsaxuri1322129820საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ცნობით ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსი კახა კაკაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამავე წყაროს ცნობით კახა კაკაბაძემ ერთ-ერთ თანამდებობაზე შეთავაზება უკვე მიიღო შინაგან საქმეთას სამინისტროდან, თუმცა ჯერჯერობით მისი დანიშნვა არ მომხდარა.

კახა კაკაბაძე ხობის რაიონის მკვიდრია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსურ პოლიციას დავით კეზერაშვილის პერიოდში ხელმძღვანელობდა, თუმცა ის ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მკვიდრმა გიორგი გუგუჩიამ მალევე შეცვალა. კახა კაკაბაძე დავით კეზერაშვილმა კონტრაბანდული სიგარეტის მფარველობის მოტივით გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

ცვლილებებია ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის შემოსავლების სამსახურში. უწყების ხელმძღვანელი ლევან კაკავა სამეგრელო-ზემო სვანეთიდან თბილისში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მაღალ თანამდებობაზე გადაიყვანეს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის შემოსავლების უფროსად მალხაზ თორია დაინიშნა.

 

სხვა ახალი ამბები: