კახა კალაძე: “იმას, რაც ქვეყანაში ხდება, პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევ”

0

20131114043809TET_1601_2ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აწ უკვე ექს-მინისტრების ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის განცხადებებს ეხმიანება იმის შესახებ, რომ „ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია“, „დემოკრატია საფრთხეშია და დიქტატურა ახლოვდება“.

„რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის განცხადებას დიქტატურის თაობაზე, საქართველოს მთავრობის მთავარი მონაპოვარი სწორედ ისაა, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე გათავისუფლდა და განსხვავებული შეხედულების გამო აღარ იდევნება.

ალასანიას მოსაზრებაზე კიიმის შესახებ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ვიტყვი, რომ იმას, რაც ქვეყანაში ხდება, პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევ. რა თქმა უნდა, ცუდია ის, რაც მოხდა, კარგი იქნებოდა, ეს სხვაგვარად დასრულებულიყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. კრიზისი არ იქნება –  მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა. ასევე ნაადრევია საუბარი კოალიციის შესაძლო დაშლასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა დღეს ტელეგადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.

სხვა ახალი ამბები: