კახა კალაძე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გამგებლებს შეხვდა

0

previewენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გამგებლებს შეხვდა. კომპანიამ მინისტრსა და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ რეგიონებში ჩატარებული სამუშაოები გააცნო და ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემები გამგებლებისგან პირადად მოისმინა.

კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინდივიდუალურ მრიცხველს 50 ათასამდე აბონენტს დაუმონტაჟებს, გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურ ფაზაში 1 მაისიდან შევიდა. შემდგომი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 140 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს. პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი იზოლირებული სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.

სხვა ახალი ამბები: