კახა კალაძე: “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ ამიღია – არც ხელფასი და არც პრემია”

0

10441220_718075408252407_8103994726175954216_n“მე ამ თემაზე არასდროს მისაუბრია, თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა. ეს შეეხება ვიდეოკლიპებს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით ტრიალებდა. კერძოდ, ეს იყო ნეგატიური კლიპები პრემიებთან დაკავშირებით, სადაც ჩემი სახელი და გვარიც არის. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი თეთრი არ ამიღია – არც ხელფასი და არც პრემია. ყველა თეთრი, რომელიც ჩემი ხელფასის სახით ირიცხებოდა, ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული ბავშვების, სხვადასხვა ავადმყოფების სამკურნალოდ, ასევე გაჭირვებულებისთვის იხარჯებოდა. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამაზე საუბარი და განმარტებების გაკეთება მიწევს. უბრალოდ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს მოსახლეობამ იცოდეს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას”

სხვა ახალი ამბები: