კახა კალაძე: “სურთ, რომ წინასაარჩევნო გარემოს ჩირქი მოსცხონ, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ”

0

10470183_302279589941619_8373056965047595721_oსაქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, „სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას სურს, რომ წინასაარჩევნო გარემოს ჩირქი მოსცხოს, მაგრამ არ გამოუვათ“.

 როგორც კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა, „წინასაარჩევნო გარემო დემოკრატიულად მიმდინარეობს“.

„იყო რამდენიმე ინციდენტი და მათი გამოძიება მიმდინარეობს. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ძალადობა, რასაც ვგმობთ და ვემიჯნებით. ძალიან ცუდი სანახავი იყო, როცა მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავს დაესხნენ რაიონის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და ვფიქრობ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან ამ სისხლის სამართლის დანაშაულით. ასევე იყო საუბარი გარკვეულ ზეწოლებზე, თითქოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა რეგიონებში კანდიდატებზე. არცერთი ფაქტი არ დადასტურდა, ამის არცერთი არგუმენტი არ არსებობს. ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რადგან მათ სურთ, რომ წინასაარჩევნო გარემოს ჩირქი მოსცხონ, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა კალაძემ.

სხვა ახალი ამბები: