კახა კალაძე: “ჩვენი ინფორმაციით, მათ მართლაც მოჰქონდათ ერთ მილიონამდე შავი ფული”

0

news_9203საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს.

“ისინი დაბრუნდნენ ქალაქში, დაუბრუნეს თანხა იმ პიროვნებებს, ვისგანაც მოჰქონდათ და ამის შემდეგ გამოემგზავრნენ საქართველოში, მომდევნო რეისით”, – განაცხადა კახა კალაძემ. 
ამასთან, მისივე შეფასებით, ამ ორ დეპუტატთან დაკავშირებით “ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა არსებობს”. 

“ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა არსებობს, კონკრეტულად ამ ორ პიროვნებასთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, მათ მართლაც მოჰქონდათ ერთ მილიონამდე შავი ფული. საინტერესოა ამ ფულის წარმომავლობა. თუ არაფერი იყო, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რატომ ჰყავდათ 4 საათის განმავლობაში გაჩერებული აზერბაიჯანელ მებაჟეებს, მითუმეტეს, რომ მათ დიპლომატიურ პასპორტები აქვთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

სხვა ახალი ამბები: