კახა კუკავამ ერგეტელებს მაჟორიტარობის კანდიდატად ცაიშელი ბაჩუკ ნაროუშვილი წარუდგინა

0

11264422_1145073588852418_1259849952_o“თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბაჩუკი ნაროუშვილი წარადგინა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მკვიდრია.

 

ბაჩუკი ნაროუშვილმა საშუალო განათლება საქართველოში მიიღო, ხოლო უმაღლესი განათლება მოსკოვთან ახლოს, ქალაქ ტულაში. ის პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია, თუმცა მმას ამ პროფესიით არასოდეს უმუშავია. ბოლო პერიოდში დეპუტატობის კანდიდატი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ბაჩუკ ნაროუშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას. ის მაშინაც მშობლიური სოფლის, ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “თავისუფალმა საქართველომ” წარადგინა.

კახა კუკავამ ერგეტის მოსახლეობას  “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში შუალედური არჩევნები 31 მაისს ჩატარდება.