კახა კუკავა პოლიტიკიდან წავიდა

0

news_17043პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პოლიტიკიდან წავიდა. მან ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, პოლიტიკური პროცესები ფინანსებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკური და ბუნებრივია, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ეფიქრა.

„დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური პროცესები ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს დიდი ფული თამაშობს და არა რამე სხვა თვისებები და შესაძლებლობები. ეს ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს და ძალიან საეჭვოა, რომ გაგვიჩნდება, აქედან გამომდინარე ლოგიკური და ბუნებრივია, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ვიფიქრე“, — განაცხადა კახა კუკავამ.

სხვა ახალი ამბები: