კახა მიქაია გასული წლების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესწავლას ითხოვს

0

news_8873ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა მიქაია გასული წლების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს. გარდა ამისა, მიქაიამ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე წინა წლების ტენდერების მიმდინარეობა და ამ ტენდერებში მონაწილე კომპანიების საქმიანობის შესწავლა მოითხოვა.

„საზოგადოებაში არსებობს ეჭვები წინა საკრებულოს მუშაობასთან დაკავშირებით. საზოგადებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე იყოს, როგორ მუშაობდა 2012-13 და წინა წლებში გამგეობა და საკრებულო. მინდა გაირკვეს და საზოგადოებისთვის საცნაური იყოს როგორი იყო ხარჯვითი ნაწილი ამ წლებში, როგორ მიზნობრივად მიდიოდა ბიუჯეტის ხარჯები, როგორი იყო დამოკიდებულება საკრებულოსა და გამგეობას შორის – გამგებელსა და საკრებულოს შორის. საზოგადოებას,რომ გაუფანტოთ ეს ეჭვები უნდა გავერკვეთ ამ ხარჯებში“,- აცხადებს მიქაია.

მისივე თქმით, თუ გამოიკვეთება კონკრეტული ადამიანების დანაშაული ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართავენ.
მიქაიას წინადადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ისინიც ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ კი აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის საკრებულოში ძალიან ბევრი სამუშაოა და მომავალში ამ საკითხს აუცილებლად განიხილავენ.

სხვა ახალი ამბები: