კახა მიქაია: “მე ვრჩები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსის მომხრედ და მხარდამჭერად”

0

news_9852„დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერმა და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატმა კახა მიქაიამ დღეს გამართულ საკრებულოს პირველ სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, ის არ აპირებს „ქართული ოცნების“  ფრაქციაში გაწევრიანებას და საკრებულოში რჩება, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.

„მე ქართული ოცნების“ სიაში ვიყავი, როგორც მხარდამჭერი. მე არასოდეს არ ვყოფილვარ „ქართული ოცნების“  პარტიის  წევრი. ამიტომ არ ვაპირებ არც ფრაქციაში გაწევრიანებას, მაგრამ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ მე ვრჩები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსის მომხრე და მხარდამჭერი. შესაბამისდად ვრჩები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელ კანდიდატად“, – აცხადებს კახა მიქაია.

ცნობისთვის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო 45 დეპუტატით არის წარმოდგენილი. აქედან, “ქართული ოცნებას” 29 დეპუტატი წარმოადგენს, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” 14 დეპუტატი ჰყავს,  ხოლო  3  წევრი დემოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

სხვა ახალი ამბები: