კახა მიქაია: “ჩემთვის არაფერი არ შემოუთავაზებიათ და მერე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები”

0

miqaiaარასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  კახა მიქაიამ დღეს საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორის” პრეს-კლუბში პრესკონფერენცია გამართა. მიქაიამ პრესკონფერენციაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კახა მიქაიამ ასევე უპასუხა ჟურნალ;ისტების კითხვებს, აპირებს თუ არა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორობას. როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისთვის  გუბერნატორის პოსტი ჯერ არავის შეუთავაზებია, უფრო მეტიც, ამ საკითხის განხილვაც არ ყოფილა.

„ეს უფრო ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ჭორს ჰგავს. გუშინ და დღეს თითქმის ყველა სააგენტომ დამირეკა და კითხვებს ძირითადად ამ თემაზე მისვამენ.ტელეკომპანია იმედიც მოვიდა ჩემთან და აიღო ინტერვიუ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩემთან არ ყოფილა არც კონსულტაციები და არც რაიმე შემოთავაზებები. მოკლედ, ჩემთვის არაფერი არ შემოუთავაზებიათ და მერე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. არ დავასწროთ მოვლენებს.“- აცხადებს კახა მიქაია.

ვიდეო

 

სხვა ახალი ამბები: