კახი კალაძემ ფოთში გაზიფიცირების სამუშაოები პირადად დაათვალიერა

0

kaladzeსაქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ქალაქ ფოთში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. მინისტრს თან ახლდნენ “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლებიც, რომლებიც გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-სთან საუბარში “სოკარის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამჟამად ფოთში გაზიფიცირების მესამე, ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. მათივე განცხადებით სამუშაოები 2013 წლის ბოლოს დასრულდება და ბუნებრივი აირით 5.000 აბონენტი ისარგებლებს. დღეის მდგომარეობით გაზიფიცირებით 15.000 აბონენტი სარგებლობს.

“უახლოეს მომავალში დასრულდება სამუშაოები, რომლის შედეგადაც 19.000 აბონენტი იქნება სულ გაზიფიცირებული. მინდა გითხრათ რომ ეს სამუშაოები მიმდინარეობს მთლიანად საქართველოს მაშტაბით. უახლოეს  მომავალში იგეგმება 150.000 აბონენტის გაზიფიცირება”-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.

 

სხვა ახალი ამბები: