კახი კალაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

kaladze_1349საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ზესტაფონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა, გამოვეხმაურო დღეს მომხდარ სამწუხარო ფაქტს. პირველ რიგში, აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი ექსკორტი შეეჯახა მოქალაქეს და სვლა განაგრძო, სამწუხარო ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. არც პირადად მე, არც სხვა რომელიმე ჩემი თანმხლები პირი დღეს სამინისტროს შენობიდან, თბილისიდან არ გასულა.

ბაქოში ვიზიტის დაწყებისას გავიგე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. როგორც შემატყობინეს, ჩემი დაცვის წევრი ოჯახის კუთვნილი მანქანით თავის ახლობლებთან ერთად მოძრაობდა ზესტაფონის მიმართულებით და მოახდინა შეჯახება ახალგაზრდა ქალზე.

იმედი მაქვს, ქალბატონის ტრავმები და დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ შეიცავს, ძალიან განვიცდი პიროვნულად მძღოლის და დაზარალებულის ოჯახის წევრების, ორივე მხარის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

ცალკე თხოვნა მექნება მედიის წარმომადგენლების მიმართ – ძალიან გთხოვთ, ნუ მისცემთ ამ შემთხვევას პოლიტიკურ დატვირთვას, ავტოავარია თავისთვად ტრაგედიაა მონაწილე მხარეებისთვის და სამწუხაროდ, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება, შეემთხვეს. მესმის, პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა, მაგრამ პატივი ეცით პირველ რიგში, ქალბატონის ოჯახს, მედიის ობიექტურობას და მაქსიმალურად ვეცადოთ დაზარალებულის ირგვლივ იყოს მშვიდი გარემო, რათა ხელი შევუწყოთ ყველამ მის დროულად გამოჯანმრთელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: