“კეთილთვისებიანი სტალინი” ლაზიკის აშენებაზე ოცნებობს

0

adamiaსაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ბესიკ ადამია, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქართველ ხალხს ჰპირდება გახდეს კეთილთვისებიანი სტალინი, კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის. ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ადამია აცხადებს, რომ ის არც ამერიკასთან და არც რუსეთთან ვალში არ არის, ამიტომაც მხოლოდ სამართლიანობის აღდგენისთვის იზრუნვებს.

”კეთილთვისებიანი სტალინის” ახალი და მთავარი ინიციატივაა ააშენოს მოტივტივე ციხე-გემი, სახელწოდებით ”ლაზიკა”. მოტივტივე გემს პრეზიდენტობის კანდიდატი ღია ზღვაში განათავსებდა და მას სიმბოლური დატვირთვაც ექნებოდა.

“ლაზიკა” იმიტომ რომ ჩვენს პრეზიდენტს უნდოდა ლაზიკა აეშენებინა და ქალაქის მაგივრად იქ აშენდება ციხე-გემი. ეს გემი, განთავსებული იქნება ღია ზღვაში,”-აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი ბესიკ ადამია.

პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ჯერ ცესკო-ში არ დარეგისტრირებულა, 25.000 ხმის მოგროვებას აპირებს. ის საქართველოს მოსახლეობას დახმარებას სთხოვს. ის ძირითად კონკურენტებად შალვა ნათელაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს მიიჩნევს.

”მე მაქვს ერთი პრობლემა და მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას და ქუთაისელებს, რომ 25 000 ხმის შეგროვებაში დამეხმარონ, რათა ცესკომ დამარეგისტრიროს და შემდეგ უფრო სერიოზულად გავაგრძელო წინასაარჩევნო კამპანია. კონკურენტებიდან ყველას პატივს ვცემ, თუმცა ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგებად შალვა ნათელაშვილს და ნინო ბურჯანაძეს მივიჩნევ”-აცხადებს ბესიკ ადამია.

სხვა ახალი ამბები: