კვლევითი პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში

0

DSC01019ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვლევითი პროექტის “ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები” შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევითმა ფონდმა განახორციელა. ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის მონაწილეობდა პროექტის კვლევის კომპონენტში. მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს მიზანი იყო გაანალიზებულიყო არსებული სიტუაცია და შემუშავებულიყო რეკომენდაციები ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განსასაზღვრად. პროექტი იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ნაწილი ორი პარალელური კვლევითი პროექტისაგან შემდგარი უფრო ვრცელი პროგრამისა, რომელიც შეისწავლიდა გამყოფი ხაზის ორივე მხარის მცხოვრები მოსახლეობის საარსებო პირობებს, მათ სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას.

მიღებული მონაცემების საფუძველზე შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს შეძლებისდაგვარად შეიტანის საკუთარი წვლილი სოციალური პოლიტიკისა და რეგიონის განვითარების პროგრამების ეფექტიანობის გაზრდაში.

სხვა ახალი ამბები: