კიევიდან დაბრუნებული კობა წიტაიშვილი ზუგდიდს ეწვევა

0

kooobaკობა წიტაიშვილი ზუგდიდის “ზუგდიდის” მწვრთნელის კონსულტანტად რამდენიმე დღეში დაინიშნება. ამის შესახებ წიტაიშვილის გარემოცვამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ექსკლუზიურად განუცხადა.

“ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია, რადგანაც კობამ შემოთავაზება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო. კობა წიტაიშვილი ოჯახთან ერთად კვიპროსში ცხოვრობდა და ისინი ზუსტად ერთი თვის წინ კიევში გადმოვიდნენ. წიტაიშვილს უკრაინაშიც ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა ზუგდიდი არჩია.ამ დილით კი ის კიევიდან საქართველოში გაფრინდა კიევი–თბილისის რეისით.”–აცხადებს smo.ge-ს წყარო კიევიდან.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი “ზუგდიდი” ამ დრომდე მწრთვნელის გარეშე რჩება. დილიდან კი გავრჩელდა ინფორმაცია მწვრთნელის კონსულტანტად ცნობილი ფეხბურთელის კობა წიტაიშვილის დანიშნვის შესახებ.

სხვა ახალი ამბები: