კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები “სენაკის ფესტივალი 2015”-ის სცენაზე

0

11222098_1607227599532371_3226065162727523933_o“სენაკის ფესტივალი 2015”- ის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებელთა წინაშე წარდგა მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც აკომპანირებას უწევდა ვიკა ჩაპლინსკაია. ,,განუმეორებელმა კარმენმა’’ სენაკელ მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ცნობილი საოპერო არიები. მომღერალი გამოსვლებს შორის საოცრად უშუალოდ პასუხობდა მსმენელთა შეკითხვებს თავისიმდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან.

11212698_1607227076199090_2353092232712505505_o11041895_1607227119532419_1058083493734002772_o11091022_1607227562865708_2829572198157006353_oაღსანიშნავია, რომ იქვე, ექსპრომტად, ანიტას თხოვნით, ვალერიან შიუკაშვილმა აკომპანირება გაუწია მომღერალს ბიზეს “კარმენის” იმ არიის შესრულებისას, რომლითაც მან მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნატო ფულარიამ და გამგეობის მხრიდან ფესტივალს შემდგომშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

სხვა ახალი ამბები: