კობა დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

0

kobaსახალხო პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა დღეს საკუთარ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა სადაც დაგმო სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასარგებლოდ. კობა დავითაშვილის თქმით დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოჰყვება დამნაშავე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაც, რაც მისთვის მიუღებელია.

“საქმე ეხება სასამართლო პროცესს, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი ბაჩო ახალაიასა და მასათან ერთად ბრალდებულების საქმეზე. ამის თაობაზე უკვე გაკეთდა ხელისუფლების წარმომადგებელთა კომენტარები, რომელთა სულისკვეთება იყო, რომ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურება და ეს არის დემოკრატიის გამარჯვება და ეს არის ჩვენი დანაპირების შესრულება, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება. მე ამაზე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ახალაიას გამართლების სასამართლოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის გამარჯვებად გამოცხადება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ახალაიას გამართლება დემოკრატიის ზეიმი და გამარჯვება არ არის. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხისა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ელოდა და ეს არის ხელისუფლების კურსის უნიათობა. დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოჰყვება მერაბიშვილის გათავისუფლება და სხვა ჯალათების უმანკო კრავებად გამოცხადება. ჩემთვის სამწუხარო და მიუღებელია, რომ როცა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების ინტერესს დაუპირისპირდა დამსაქმებლების, სადაზღვევო კომპანიების, მევახშეთა და სხვათა ინტერესები, ჩვენ ყოველთვის ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი”,-განაცხადა დავითაშვილმა

ამასთან დაკავშირებით კობა დავითაშვილმა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და “ქართული ოცნება”. ის თვლის რომ ერთმანეთს არ ემთხვვევა მისი და უმრავლესობის აზრები და სწორედ ამის გამო მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. მან წარმატებები უსურვა კოალიცია “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებზე. აქვე აღნიშნა ისიც, რომ ის პირადად იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

სხვა ახალი ამბები: