კობა ნარჩემაშვილის ვარაუდით სამეგრელოში სამალავები არჩევნების შემდეგ შეიქმნა

0

KOBAშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ვარაუდობს რომ სამეგრელოში საიდუმლო სამალავები პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

“თუ ეს იყო საიდუმლო სამალავები ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო უშიშროების საბჭოს ვიწრო შემადგენლობას. უნდა არსებობდეს ამის დოკუმენტაცია და ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდა დღევანდელ ხელისუფლებას. თუ ამ სამალავებზე ინფორმაცია არ ჰქონდა ხელისუფლებას ეს შეიძლება იქნას გამოძიებული როგორც სერიოზული დანაშაული. ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა თავდაცვის სამინისტროს და მერ ამდენადაც ვიცი მინისტრი ამბობს რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. ამდაგვარი სამალავების გაკეთება ქვეყნის უმაღლესი პირების გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მე ვფიქრობ რომ კიდევ უამრავი სამალავი იქნება აღმოჩენილი. მე მგონია რომ სამეგრელოს სამალავების შექმნილია 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რადგანაც “ნაციონალების” მაკომრპმენტირენელი მასალა იქ უფრო დაცული იქნებოდა”, – აცხადებს ნარჩემაშვილი.

სხვა ახალი ამბები: