კობა ნარჩემაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

0

kobaშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება ნარჩემაშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მან უმრავლესობის დეპუტატ გია ჟორჟოლიანთან ერთად 2010 წელს დააფუძნა პარტია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” .

“2010 წელს მარტში დაფუძნდა “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” რომლის თავმჯდომარეც არის გია ჟორჟოლიანი და მე ვარ ამ პოლიტიკური გაერთიანების საბჭოს წევრი. მიუხედავად იმისა რომ იყო ხშირი შემოთავაზებები სხვადასხვა პოლიტიკური ძალისაგან არ მინდოდა ჩემი პოლიტიკური აქტივობა ყოფილიყო დაკავშირებული რომელიმე პარტიასთან. მე დღეს ვთვლი რომ მოდის “სოციალ-დემოკრატიული” იდეოლოგიის დრო. ჩვენც ვფიქრობთ რომ სოციალური სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც ჩვენ გააქტიურებას, რეგიონში წარმომადგენლობის გახსნას და ყრილობის ჩატარებას ვაპირებთ”, -აცხადებს ნარჩემაშვილი.

სხვა ახალი ამბები: