კოლხეთის ეროვნული ტყე-პარკი ნადგურდება

0

get_imgზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეტისა და ანაკლიას საზღვართან მდებარე კოლზეთის ეროვნული ტყე-პარკი განადგურების პირასაა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ადგილობრივნმა მოსახლეობამ აცნობა. მათი განცხადებით წლების განმავლობაში უპატრონოდ მიტოვებული ტერიტორია უნიკალური ჯიშის ხეებისგან გაიჩეხა.

“მოსახლეობას ნება დართეს, რომ გაეწმინდა ტყე-პარკის ტერიტორია, რაც ზედმეტი იყო მოეჭრათ. აქ კი მიყვნენ და გაჩეხეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მთლიანად ტყე-პარკი. ადგილობრივი მოსახლეობა კი არა ვინ არ მოდიოდა აქ და ვინ არჭრიდა ხეებს. ვის სად გაჰქონდა ღმერთმა იცის. ტყე-პარკის დაცული ტერიტორია აწერია აბრა და მიდით და ნახეთ როგორი დაცულია. ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც ამის უფლება მისცა ამ ხალხს გაეჩეხა ეს ეროვნული საგანძური. ეს არის ქვეყნის ღალატი და სხვა არაფერი”-აცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები smo.ge-სთან საუბარში.

ადგილობრივების განცხადებით კოლხეთის ტყე-პარკიდან წაღებულ მორებს ძირითადად გათბობისთვის იყენებენ. ისინი ახალი ხელისუფლებისგან ეროვნული პარკის დაცვას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით smo.ge-სთან კომენტარს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ კუთხით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მაია კოდუა აცხადებს,რომ:

“რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, მისაღებია მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ისიც მკაცრად რეგლამენტირებულ რეჟიმში. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ამ საკითხის მოკვლევას და მივაწოდებთ ინფორმაციას სათანადო უწყებებს. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს ” ტყის მდგრადი მართვა” რომელიც ითვალისწინებს კვლევების და ტრენინგების ჩატარებას. ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებენ თემების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ეს ტრენინგებიც იქნება ამ კუთხით მიმართული.”-აცხადებს მაია კოდუა.

სხვა ახალი ამბები: