კომპანია “სოკარი” განცხადებას ავრცელებს

0

11215625_10200552502372888_192845490_oსაინფორმაციო ინტერნეტ გამოცემა ,,etanews.ge’’-მ მიანიშნა, რომ კომპანია „სოკარი“-ს ავტოგასამართსადგურებზე არსებულ საინფორმაციო ბანერებზე დატანილი რუქიდან ,,სოკარმა’’ აფხაზეთი ,,ჩამოჭრა’’. მიგვაჩნია, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციები საზიანოა, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე ორი სახელმწიფოს საერთო ინტერესებისთვისაც, რამეთუ კომპანია „სოკარმა“ წელიწადზე მეტია ავტოგასამართსადგურებზე განათავსა საინფორმაციო ბანერები – ,,უფასო გაზი საქართველოში არსებულ ყველა სალოცავს’’.

ბანერებზე დატანილია ის რეგიონები, სადაც საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით სალოცავებს უფასოდ მიეწოდება ბუნებრივი აირი. ვინაიდან პროექტი ვერ ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათი მონიშვნა მხოლოდ ამ მიზეზით არ მოხდა აღნიშნულ ბანერებზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკა აღიარებს მოძმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ფარგლებში და პატივს სცემს მის სუვერენიტეტს.