“კომუნიკაცია მთავრობასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის”- ტრენინგი ზუგდიდში

0

10550264_587021974743945_1128258884_oზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის მთავრობა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა გახლდათ : ადვოკატირების, მონიტორინგის და პროექტის მენეჯმენტის ძირითადი ელემენტები;

ორდღიანი სწავლების დროს მაღალკვალფიციური ტრენერები შეეხნენ ისეთ საკითხებსაც როგორიცაა, პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები, კომუნიკაცია მთვრობასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის. ამასთან ერთად ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოებიც – ადგილობრივი თემატიკის განსაზღვრა და ინფორმაციიის შეგროვების წყაროები.

“ჩვენი ბენეფციარები არიან არა მხოლოდ რეგიონში , არამედ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები დევნილები. მათ სჭირდებათ ახალი , კვალიფიციური და პროფესიონალური კონსულტაციები იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლის გადაწყვეტა განეკუთვნება ჩვენს უფლებამოსილებას. ახალი რეალობა და მიდგომები გვკარნახობს მხარი ავუბათ და ნაბიჯ- ნაბიჯ მივყვეთ საზოგადოების და ხელისუფლების ახალ გამოწვევებს. მინდა მადლობა გადავუხადო ტრენერებს და საქართველოს რეფორმების ასოციაციის ( GRASS ) პროექტის მენეჯერს თამარ გიორგობიანს . ვიმედოვნებთ შემდგომი ანალოგიურ, კვალიფიციურ და ეფექტურ თანამშრომლობაზე. ჩვენი სურვილია, რომ მორიგი ტრენინგები ჩატარდეს იმ თემებზე, რომელიც დაგვეხმარება დევნილი მოსახლეობის ინფორმირებაში, ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში და სხვაასხვა უწყებებსა და ინსტიტუტებთან ადვოკატირების თანამედროვე მეთოდოლოგიებში”-აცხადებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია.

სხვა ახალი ამბები: