კონდოლიზა რაისი ბიძინა ივანიშვილის კონსულტანტი ხდება

0

kondoაშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს მთავრობას დახმარებას დაჰპირდა. საქართველოს წარმომადგენლებსა და კონდოლიზა რაისს შორის შეხვედრა სტენფორდის უნივერსიტეტში შედგა, სადაც რაისი პოლიტოლოგიის პროფესორად მუშაობს.

“ეს ძალიან თბილი და კარგი მოლაპარაკებები იყო”, – განაცხადა “იზვესტიასთან” საუბრისას, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ და დასძინა, რომ დახმარების ინიციატივა თავად რაისმა გამოთქვა.

“რაისი დახმარებას შეგვპირდა და რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით, რუსეთთან მიმართებაში გარკვეული რჩევები უკვე მოგვცა”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორც “იზვესტიას” ქართველმა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ფაქტის შეფასებისას განუცხადა, კონდოლიზა რაისზე უკეთესად ქართულ მხარეს ვერავინ დაეხმარება.

“რთულია რაისზე უკეთესი მოღვაწე იპოვო, რომელიც საქართველოში არსებულ სიტუაციას გაარკვევს. არ იქნება არავითარი შიდა პარტიული მოტივაცია. რაისს აფასებენ, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, კონდოლიზამ კარგად იცის რა ხდებოდა საქართველოში უკანასკნელ პერიოდში. ცისკარიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ “რაისი გახსნილია არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო მედიისთვისაც.”

ჯაფარიძის გარდა, ქართულ მხარეს ამერიკაში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე და დეპუტატი თინა ხიდაშელი წარმოადგენდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ ვაშინგტონმა და თბილისმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტია გააფორმეს. თუმცა “ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ზიანს მიაყენებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

სხვა ახალი ამბები: