“კონტი ჯგუფი” ანაკლიის პორტით დაინტერესებულია

0

portiანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებული ამერიკული საინვესტიციო ჯგუფის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. ,,კონტი’’ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებთანაც შეხვედრა გასული წლის ბოლოს შედგა, საქართველოში ჩამოსვლას თებერვლის პირველ ნახევარში გეგმავენ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი ანაკლიის პორტის პროექტზე დეტალური ინფორმაციის მიღებაა. ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა, რომელთაც მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100 წლიანი გამოცდილება აქვთ, ეკონომიკის მინისტრს და მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის განვითარების მათეული ხედვა პირველ შეხვედრაზე უკვე გააცნეს.

ცნობისთვის: ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე ანაკლიის პორტი გლობალურ პროექტებს შორის დაასახელა და განაცხადა, რომ მისი გამტარიანობა წელიწადში 110 მილიონი ტონა იქნება.