კონტროლი ე.წ საზღვარზე გამკაცრებულია: რატომ აკავებენ ქართველებს რუსი ოკუპანტები?!

0

stopგალის რაიონში მდგომარეობა იძაბება. ზოგიერთი ამ ფაქტს თხილის სეზონს უკავშირებს, უმრავლესობა კი ზუგდიდში მიმდინარე დევნილთა რეგისტრაციას. ერთი რამ კი ფაქტია, გალის ქართულ მოსახლეობას რუსი ოპკუპანტები დღითიდღე ავიწროვებენ. განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული ყველა გამშვებ პუნქტზე და მიმოსვლა ე.წ საზღვარზე კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით კონტროლდება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში მცხოვრებ ქართველებს ტელეფონით ესაუბრა. ისინი გალის რაიონში განსაკუთრებული კონტროლის გამკაცრებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ სიტუაციას გალის რაიონში მთლიანად რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.

”რუსები ყველა გადასასვლელზე აძლიერებენ კონტროლს. აქ როგორც ამბობენ ორშაბათს კიდევ დამატებით ჩამოჰყავთ მაიკოპიდან საგანგებო დანიშნულების რაზმი, რომელიც საზღვართან უნდა განათავსონო. ყველა თავს იკავებს ზუგდიდში რომ გადავიდეს, მაგრამ რა ვქნათ, ხომ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია. ეს დახმარება რომ მოგვეხსნას მერე საერთოდ როგორ ვიარსებოთ.”-აცხადებს ოტობაიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგი ლ.რ

გალში მცხოვრები ქართველები ზუგდიდის რაიონში თუ აქამდე ბაზარში პროდუქტის შესაზენად გადმოდიოდნენ ამჟამად ეს ეკრძალებათ. რუსი ე.წ მესაზღვრეები ჩანთებს უმოწმებენ და რაც კი გააჩნიათ ყველაფერს ართმევენ. ამას თავად გალში მცხოვრები ქართველები ჰყვებია.

”შარშან, შარშანწინ და საერთოდ წინა წლებში იყო იმის საშუალება, რომ ზუგდიდში გადავსულიყავით და ბაზარში გასაყიდად წაგვეღო სოფელში მოწეული პროდუქცია. ეს ყველაფერი რუსმა ჯარისკაცებმა აგვიკრძალეს. თუ მაინც გავრისკავთ და გადავწყვეტთ ზუგდიდიში მიმავალი ხელს რაიმე გავაყოლოთ გასაყიდად, ყველაფერს ისინი წაგვართმევენ. თხილის გადატანა და ზუგდიდში გაყიდვა ხომ საერთოდ შეუძლებელია. გადაიტან თხილს თუ ერთ ტომარაში რუსებს გადაუხდი 5 ლარს და არ ღირს, მაგ ფასად აქ, ადგილზეც ჩააბარებ. არ ვიცი რა ვქნათ, და რა მოვიმოქმედოთ.”-აცხადებს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში მცხოვრები დ.კ

ზუგდიდში გადასვლა გამკაცრებულია, თუმცა გალის უშიშროებაში ადგილობრივებს სპეციალურ საშვს სთავაზობენ, რომელიც 500 რუსული რუბლი ღირს. პირობები კი ასეთია. უშიშროებას უნდა ჰქოდეს განსაკუთრებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საჭიროება ითხოვს გალელი ზუგდიდში გადავიდეს. ცნობა მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაიცემა. არსებობს საშვის აღების უფრო მარტივი ფორმა, თუ უშიშროებაში ნაცნობი გყავს და თან ქრთამს შესთავაზებ, პრობლემა არ არის. ასეთ შემთხვევაში ზუგდიდში გადასულმა გალის მოქალაქემ იმავე ღამით უნდა მოასწროს უკან დაბრუნება. დაგვიანება გამორიცხულია, რადგანაც აფხაზეთის ე.წ საზღვრის ყველა გადასასვლელი 21.00 საათზე სპეციალური ბოქლომით იკეტება. მათ შორის ენგურის ხიდიც. საზღვრის კარები დილის 8 საათზე იღება, თუმცა დაგვიანებული ვიზიტორი მეორე დღეს საზღვრის დამრღვევად ითვლება და მათ რუსი ოკუპანტები პირდაპირი წესით აპატიმრებენ.

სხვა ახალი ამბები: