კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში ახალი გზა დაიგება და სპორტკომპლექსი აშენდება

0

11002003_935002373178155_1101920917_oკონფლიქტისპირა სოფელ რიყეში 20 წლიანი პრობლემა წელს მოგვარდება და სოფლამდე მისასვლელი 4 კილომეტრიანი ახალი გზა დაიგება. ინფორმაცია ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გააცნო. სოფელ რიყეში სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.

ლევან შონია ასევე გაეცნო სოფელში არსებული კრივის დარბაზის პრობლემას, დარბაზს აწვიმს, არ აქვს საშხაპე და სპორტული ინვენტარი, გუბერნატორი სპორტსმენებს პრობლემების უახლოეს დღეებში მოგვარებას დაპირდა.

11001495_935002419844817_4416847_oსოფელ რიყის საჯარო სკოლაში წელსვე მოეწყობა სპორტდარბაზი რისთვისაც განათლების სამინისტრო 70 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში ასევე დაგეგილია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელსაც თავად სოფლის მოსახლეობა სოფლის კრებაზე აირჩევს.

გუბერნატორმა დღესვე კონფლიქტისპირა სოფელში არსებული საბავშვო ბაღიც დაათვალიარეა და არსებულ პრობლემებს გაეცნო, გუბერნატორის განცხადებით ბაღში იდეალური მდგომარეობა არ არის მაგრამ დამაკმაყოფილებელია და საჭიროებს რემონტს. სამხელმწიფო რწმუნებულის განმარტებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრობლემის შესახებ იცის და ბაღების რეაბილიტაციის საკითხე მუსაობენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყე ოკუპირებულ აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელია.

სხვა ახალი ამბები: