კონფლიქტისპირა სოფელ რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდება

0

molii„საპარტნიორო ფონდი“  მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტზე მუშაობას გაზაფხულზე დაასრულებს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპია სოფელ რუხში აშენდება. პროექტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციური იქნება, სადაც სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სხვა სახის ობიექტებიც განთავსდება.

აქვე იქნება ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა. ამჟამად საპარტნიორო ფონდი სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული მშენებლობის დეტალური პროექტირების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის თანახმად, ცენტრის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

ამას გარდა, კონფლიქტისპირა სოფელ რუხში უკვე მიმდინარეობს თანამედროვე რეგიონული საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა.

სხვა ახალი ამბები: