წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში ოკუპირებული საბერიოს ე.წ. საზღვრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზა რომელიც 35 წელია არავის შეუკეთებია, პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოს მხოლოდ ამ გზით უკავშირდებიან.
ამ ეტაპზე ფახულანის გზაზე, სანიაღვრე არხების და გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც 4,8 კილომეტრიანი ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება. გზის გასწვრივ მოეწყობა გარეგანათებაც. სამუშაოებისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. გზის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ დაათვალიერა.