ექსკლუზივი: კორუფციული გარიგებები წალენჯიხაში

7

fuliწალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის სამუშაოების წარმოება თვითმმართველობას, ჩასატარებელი სამუშაოების ჯამური ღირებულების  2-დან 2,5 პროცენტამდე უჯდება. ადგილობრივ თვითმმართველობებს კი სამეგრელოს მასშტაბით ხარჯთაღრიცხვის შედგენა სოფლის პროგრამებით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური ხარჯების მომსახურეობის გაწევის საკომისიოს წარმოადგენს, რომელიც პროგრამის ჯამური ღირებულების  2-დან 2,5 პროცენტამდე მერყეობს.

შესაბამისი მომსახურების გაწევას ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე კერძო ფირმების მეშვეობით. აღნიშნულ მომსახურეობის გაწევა ბაზარზე ღირს დაახლოებით 2-დან 2,5 პროცენტამდე.

წალენჯიხის მუნიციპაილიტეტის მიერ არჩეული ფირმა ”ინდ. მეწარმე გელა შელია”, სტიქიის შედეგად დამდგარი ზიანის ყველა ხარჯთაღრიცხვას ახორციელებს და მისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების საკომისიო მომსახურეობის საფასური შეადგენს  3 – 3,5 პროცენტს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობენ სხვა გამოცდილი და უკეთესი კომპეტენციის მქონე ფირმები. აქვე აღსანიშნავია ის გარემოაება, რომ ზემოთხსენებულ ინდ. მეწარმეს არ ჰყავს არცერთი თანამშორმელი, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული სამუშაოს კვალიფიცირებულად შესრულებას.

გარდა ამისა ამ საქმეში აშკარად იკვეთება ” საჯარო სამსახუში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის უხეში დარღვევეა. რამდენადაც ინდივიდუალური მეწარმის გელა შელიას ძმა გია შელია წარმოადგენს გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის შესაბამისი განყოფილების უფროსს, რომელსაც სამსახურეობრივად ევალება მსგავსი პროფილის ფირმების მოძიება და მათთან ხელშეკრულების გაფორმება.

საქართველოს კანონის   ” საჯარო სამსახუში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” მსგავს შემთხვევებში ადგენს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებებს მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად და ადგენს  საჯარო მოხელის ადმინისტარციულ-სამართლებრივ ან სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აქვე მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ ერთ-ერთ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს # 15 სადაც განყოფილების უფროსი ადმინისტარციულ ურთიერთობებს ამყარებს საკუთარი ძმის საკუთრებაში არსებული ინდ.მეწარმე გელა შელიას ფირმასთან. ასევე აღნიშნულ დოკუმენტზე ხელოვნურად გაზრდილი საკომისიო მომსახურეობა გასაიდუმლეოებულია.

გამომდინარე ზემოთ ხსენებული რეალური ფაქტებიდან, შემდეგი დასკნის გაკეთება შეიძლება:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილი აქვს ნეპოტიზმსა და კორუფციულ გარიგეგებს, რომელიც დასტურდება აქ წარმოდგენილი,  ერთ-ერთი დოკუმენტით.

2. მსგავსი კორუფციული გარიგების მიზანს წარმოადგენს ხელოვნურად გაზრდილი საკომისიო მომსახურეობის თანხები ბიუჯეტის საზიანოდ და არამიზნობრივად გადაანაწილონ საკუთარ ჯიბეებში.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი შეფასდა დაახლოებით 2 700 000 ლარად, აქედან თუ იმ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობა მომჭირნეობითა და მიზნობრივად გამოიყენებდა საჯარო ფინანსებს, მაშინ გადასახადის  გადამხდელს საკომისიო ხარჯები მხოლოდ 67 500 ლარი დაუჯდებოდა, ხოლო ზემოთ ჩამოყალიბებული კორუფციული სქემის მიხედვით საკომისიო ხარჯებმა შეადგინა 94 500 ლარი ანუ სხვაობა შეადგენს 27 000 ლარს. სწორედ ეს 27 000 ლარი ილექება სავარუდოდ საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპაილტეტის გამგებლისა და სხვა, ამ კორიფციულ სქემაში მონაწილე საჯარო მოხელეების ჯიბეებში.

ფოტოფაქტი

dokumenti

სხვა ახალი ამბები: