კორცხელის დედათა მონასტერი გაძარცვეს (ვიდეო)

0

korcxelis monasteriკვირას 15 მარტს დღის საათებში როდესაც კორცხელის დედათა მონასტერში მცხოვრები მონაზვნები წირვაზე იმყოფებოდნენ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მონასტერში დასვენებული ხატები გაძარცვა. როგორც მონასტერში მცხოვრები მონაზვნები აცხადებენ წირვის დროს ადგილზე მორიგეები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ არაფერი შეუმჩნევიათ თუ ვინ შემოვიდა მონასტერში. მათივე განცხადებით გაძარცულია მონასტრის ხატები და წაღებულია შემოწირული ძვირფასეულობა, მათ შორის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლებიც.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ კორცხელის დედათა მონასტერი უკვე მეორედ გაძარცვეს. მონაზვნების განცხადებით პირველად მონასტრის ძარცვა 6 წლის წინ იმავე რიცხვში, 15 მარტს მოხდა. მძარცველებმა მაშინ მონასტრიდან ხატები წაიღეს.

სხვა ახალი ამბები: