კრეატიული სკოლის შენობა ზუგდიდში 16 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება

0

skolaსოციალურ ქსელ facebook-ში მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია და ფოტოები იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ორიგინალური არქიტექტურის სკოლა გაიხსნა. GG-გიმნაზია უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენის ჯიმშერ ღურწკაიას პატრონაჟით და ინვესტიციით აშენდა. GG-ს სკოლა-გიმნაზია ზუგდიდის ნომერ მეშვიდე საჯარო სკოლის ბაზაზე იფუნქციონირებს.

ღურწკაიას გიმნაზია ახალ სასწავლო წელს 16 სექტემბერს ახლებური კლას-კაბინეტებითა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით რესტავრირებული სპორტული დარბაზით,ლაბორატორიებითა და მშობლების მოსაცდელი, შესაბამისი მონიტორით აღჭურვილი ოთახით შეხვდება. ჯიმშერ ღურწკაიას მიერ დაფინანსებული სკოლა-გიმნაზია თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს სრულად პასუხობს. მოსწავლეებს სკოლა-გიმნაზიის შესაბამისი ფორმები, ჩანთები და სპორტული ტანსაცმელიც დაურიგდებათ.

kanzasis bibiliotekaზუგდიდში ახალგახსნილი სკოლა-გიმნაზიის გარეთა, წინა ფასადი წიგნებით სავსე თაროს ჰგავს. მსგავსი შენობა აშშ-ის მისურის შტატში, არკანზასში დგას და მასში ცენტრალური ბიბლიოთეკაა განთავსებული.

უცნობია, ვისი იდეა იყო ორიგინალური და კრეატიული სკოლის შენობის აშენება, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მსგავს შენობაში სწავლა, ალბათ, ყველა ბავშვს მოუნდება და მეტიც, “წიგნის თაროში” შესულ ყველა აღსაზრდელი ბავშვობიდან  შეიყვარებს წიგნს და კითხვას.

სხვა ახალი ამბები: