კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხვალ სამეგრელოს ეწვევა

0

1507200_747080025340274_1657501038056354049_nსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო “რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის” პროგრამას აგრძელებს. ხვალ, 4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამეგრელოს ეწვევა. თავდაპირველად ის ქალაქ ფოთის ფოლკლორულ ანსამბლებსა და სახელოვნებო სკოლებს მოინახულებს და მათ მუსიკალური ინსტრუმენტებს გადასცემს.

ფოთის შემდეგ კულტურის მინისტრი წალენჯიხის რაიონში, კონკრეტულად კი სოფელ სქურის ეკლესიას მოინახულებს, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს, რის შემდეგაც ის ზუგდიდს ესტუმრება.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასს შეხვდება. თეატრალურ დასთან შეხვედრის შემდეგ 17.00 საათზე ზუგდიდში მეგრული სიმღერების შემსრულებლის, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ვარსკვლავის გახსნას დაესწრება.

სხვა ახალი ამბები: