კულტურის მინისტრი მოადგილეებთან ერთად სამეგრელოს რეგიონს სტუმრობს

0

odiSariaსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე, მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილი დღეს წალენჯიხასა და ჩხოროწყუს რაიონებს სტუმრობენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, კულტურის მინისტრი და მისი მოადგილეები ათვალიერებენ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს სამეგრელოს ორივე რაიონში. კულტურის სამინისტროს ინიციატივით შედგება იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სია, რომლებიც რესტავრაციას საჭიროებენ. გურამ ოდიშარია მის ორ მოადგილესთან ერთად ასევე ესტუმრნენ ტერენტი გრანელის სახელობის სახლ-მუზეუმსა და ჩხოროწყუს კულტურის სახლს.

დღის ბოლოს დაგეგმილია შემაჯამებელი შეხვედრა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. საღამოს კულტურის მინისტრი და მისი მოადგილეები წალენჯიხაში დაგეგმილ კონცერტსაც დაესწრებიან, რომელსაც მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერლები წარმოადგენენ. კულტურის სამინისტროს დელეგაცია დღესვე დატოვებს სამეგრელოს რეგიონს.

სხვა ახალი ამბები: