კულტურის სამინისტროში ორი აფხაზურენოვანი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

0

photo350x272კულტურის სამინისტროში დღეს ორი აფხაზურენოვანი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ცნობით, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აფხაზურ ენაზე აკაკი წერეთლის – “გამზრდელი” და მწერლისა და პოეტის, დიმიტრი გულიას კრებულის – “ლექსები და შაირები” რეპრინტი გამოიცა.

პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მრჩევლები, მწერლები, პოეტები, გამომცემლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კრებულში – “ლექსები და შაირები” წარმოდგენილია აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, დიმიტრი გულიას მიერ 1912 წელს თბილისში გამოცემული ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებების პირველი გამოცემის სკანირებული ვერსია და ამ ვერსიის თანამედროვე აფხაზურ ანბანზე ადაპტირებული ვარიანტი.

დიმიტრი გულიას ეს კრებული პირველად 1912 წელს დაიბეჭდა და ამ წიგნით საფუძველი ჩაეყარა აფხაზურ მხატვულ ლიტერატურას.

წიგნი გამოსაცემად მოამზადეს სოხუმის სახელმწიფი უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის უმცროსმა მეცნიერმა თანამშრომლებმა სოფიკო ჭაავამ და თამარ გითოლენდიამ. პროექტის ხელმძღვანელია სრული პროფესორი თეიმ ურაზ გვანცელაძე.

აკაკი წერეთლის “გამზრდელი” პირველი ილუსტრირებული გამოცემაა აფხაზურ ენაზე. პროექტის იდეის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე, გამოცემას კორექტირება აფხაზოლოგმა ესმა კოკოსკირმა გაუკეთა.

ქართული ნაწარმოებები აფხაზურ ენაზე ადრეული პერიოდიდან ითარგმნებოდა და დიდ ინტერესსაც იმსახურებდა. ამ პროექტის მიზანია აღდგეს და გაგრძელდეს ქართული ნაწარმოებების თარგმნა აფხაზურ ენაზე.

სხვა ახალი ამბები: