კუსტარულად დამზადებული სასწორით მომხმარებელს ატყუებენ

0

W5სავაჭრო ობიექტებსა და სამომხმარებლო ბაზარზე ახალი, კუსტარულად დამზადებული ე.წ “ხელის სასწორები” გამოჩნდა, რომლის ციფერბლატზე აღნიშნულია, რომ სასწორი 12 კილოგრამამდე ნებისმიერ ნივთს თუ პროდუქტს წონის. სინამდვილეში კი სასწორი მხოლოდ ათკილოიანია. კუსტარულად დამზადებული სასწორით მოვაჭრეები თავიანთ კლიენტებს ყველაზე ნაკლები, 2 კილოგრამის სხვაობით ატყუებენ.

კუსტარულად დამზადებული სასწორები საქართველოს სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრებში სულ რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა. სასწორის მეშვეობით ნებისმიერი მომხმარებელი ეკონომიურ ზარალს განიცდის. კუსტარულად გაკეთებული სასწორის ყიდვა ყველგან არის შესაძლებელი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სასწორი რეალურად ათკილოიანია, თუმცა მასში ციფერბლატია გამოცვლილი და ახალი, 12 კილოგრამიანი ციფერბლატია ჩასმული.