ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია

0

563lado-vardzelashviliსაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტის, ლადო ვარძელაშვილის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვარძელაშვილი დაკავებულია.

როგორც გოგიტა გაბაიძემ „მედიანიუსს“განუცხადა, ვარძელაშვილს ჯერჯერობით ბრალი არ აქვს წაყენებული და გუშინ მის ბინაში მომხდარი იყო უბედური შემთხვევა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაუკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

დღეს ლადო ვარძელაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ, გვიან ღამით, მის ბინაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკითხეს.

შეგახსენებთ, რომ ლადო ვარძელაშვილის და ირინა ონაშვილის სახლში მისი მეგობრები ერთ-ერთი მეგობრის, დევი სირაძის საბერძნეთიდან დაბრუნებას აღნიშნავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რა დროსაც დევი სირაძე დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა.

სხვა ახალი ამბები: