ლაზიკის პორტის მშენებლობა 700 მილიონი დაჯდება

0

lazikaმიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ინვესტორებთან შეხვედრისას პორტის მშენებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა მთავრობამ სხვა მიმართულებით წარმართა.

პრეზიდენტის თქმით, ლაზიკის პორტი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია კი ტვ3-თან პრეზიდენტის განცხადებას აბსტრაქტულს უწოდებს და აცხადებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტში ლაზიკის პორტის მშენებლობაზე თანხა არ ყოფილა გამოყოფილი.

მისი თქმით, პორტის მშენებლობა კერძო ინვესტორებს უნდა განეხორციელებინათ და მთავრობა თანხებს ვერ წარმართავდა. მისი თქმით, პორტის მშენებლობაში სახელმწიფო შესაძლოა თანადაფინანსების პრინციპით ჩაერთოს, ხოლო საჯარო ინფრასტრუქტურა ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი.

მისივე განმარტებით, ლაზიკის პორტი ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მშენებლობა კი, სავარაუდოდ, 700 მილიონი დაჯდება.

სხვა ახალი ამბები: