ლალი ანთიას განცხადებით მის დისკრედიტაციას არსებული სერიოზული კომპრომატების გამო ცდილობენ

0

laliiარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის ლიდერი ლალი ანთია აცხადებს, რომ წალენჯიხის რაიონის “რუხ კარდინალად” წოდებული კობა შანავა მის დისკრედიტაციას ჭორების გავრცელებით ცდილობს. ანთია ამბობს, რომ შანავა დავით ბელქანიას კარისკაცია და მის ინტერესებს სიკვდილის კარამდე იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით კობა შანავას გააქტიურება მისი ორგანიზაციის მიერ წალენჯიხის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დოკუმენტალურ გამოძიებას უკავშირდება. ლალი ანთაიას განცხადებით უახლოეს დღეებში არასამთავრობო ორგანიზაცია დასკვნას გამოაქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ უკანონო ქმედებით ადგილობრივი ბიუჯეტი 210.500 ლარით აზარალა.

“კობა შანავა ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას და ავრცელებს თითქოს მე პოლიცია დამაკავებს. ის დანამდვილებით ირწმუნება, რომ ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია აქვს. ასევე ის ასახელებს წყაროდ ზუგდიდის პოლიციის უფროსს კობა ხარებავასა და წალენჯიხის პოლიციის უფროს ფრიდონ ჭურღულიას. ეს არის შანავას აუხდენელი ოცნება, თუმცა მე მინდა ვაცნობო წალენჯიხის “რუხ კარდინალს”, რომ მალე მის ფავორიტ ადამიანებს ექნებათ სამართალდამცავებთან საქმე, ამის პირობას მე ვაძლევ შანავას. მე ხელთ მაქვს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც კავშირშია წალენჯიხის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციასთან. ჩემი ორგანიზაციის იურისტები და ეკონომისტები მუშაობენ ამ დოკუმენტაციაზე და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ დასკვნას თუ რა გზით აზარალა საკრებულოს თავმჯდომარემ წალენჯიხის ბიუჯეტი. ჯერ მხოლოდ იმით შემიძლია ვანუგეშო კობა შანავა და მისი მეგობარი დავით ბელქანია, რომ საქმე ეხება ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების 50 დღიან გადავადებას, რა თქმა უნდა უკანონოს და რაიონის ბიუჯეტისთვის დაკლებულ 210.500 ლარს. დანარჩენს უფრო დეტალურად არასამთავრობო ორგანიზაცია უახლოეს მომავალში წარადგენს”-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მუშაობს სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დასაფარავად გამოსაყოფ 350.000 ლარზე. ანთიას ინფორმაციით სპეციალური კომისია 20 ადამიანით არის დაკომპლექტებული.  ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევებს აწარმოებს.

სხვა ახალი ამბები: