ლალი ანთია: “მიშა ჩიორების, საჯაიების, არონიებისა და ნიჟარაძეების პრეზიდენტად დარჩა”

0

543942_290485474416568_298607321_nარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ხელმძღვანელი და ყოფილი პატიმარი ლალი ანთია აცხადებს, რომ ის 5 წლის განმავლობაში ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და კოდუების კლანის პირადი პატიმარი იყო. ლალი ანთია ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მას დათა ახალაია მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ უნახავს, ცრუობს, როცა ამბობს, რომ ის საერთოდ არ იცნობდა მეგის ქარდავას, ცრუობს, რადგან ის იბრძვის საკუთარი თავის გადარჩენისთვის.

“მიშა სააკაშვილი 2008 წლის ცნობილ მოვლენებზე კი არა, პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის უნდა გასამართლდეს და არა სასამართლოში, არამედ ის ხალხმა უნდა გაასამართლოს ლინჩის წესით. მე მივმართავ ქვეყნის ცრუ პრეზიდენტს და ვეუბნები პირდაპირ მას, რომ ალბათ ზურა ჟვანიაზეც რომ კითხონ მასზეც იტყვის მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი და მეტჯერ არაო.”-აცხადებს ლალი ანთია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეახსენებს ქვეყნის პრეზიდენტს ზოგიერთ დეტალს და მოუწოდებს მეხსიერებას უფრო მეტად მოუხმოს.

“მიშა შენ არც მაშინ გყავდა დათა ახალაია ნანახი, როცა შენს მიერ განმუხურში დადგმულ სპექტაკლში წინ იარაღით მოღერებული წინ მოგიძღოდა ახალაია? არც მაშინ იყო ნაციონალი დათა ახალაია, როცა შენი შეცდომის გამოსწორებას სწორედ ის ცდილობდა და პრესის წარმომადგენლებს იმ კადრის ამოღებას სთხოვდა, როცა გაეროს წარმომადგენელ სოფელ განმუხურში ხელი მოუქნიე? შენ გაწირე ახალაიები და შენი ბინძური ხელებიც მათ ოჯახს შეახოცე, მაგრამ არც ისინი და არც სამეგრელო გაპატიებთ თქვენ ამას.”-აცხადებს ლალი ანთია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იხსენებს იმ დროს, როცა პირადად მერაბიშვილმა დაურეკა მოსამართლეს და დაჟინებით მოსთხოვა მისთვის 14 წელი მიესაჯათ.

“სწორედ მიშას დაკვეთით მერაბიშვილმა დაურეკა მოსამართლეს და უბრძანა 14 წელი მოესაჯათ ჩემთვის. 5 წელი ვიტანჯებოდი ციხეში და შემდეგ არარსებული ალიბით გამათავისუფლეს. ეს კიდევ სხვა თემაა, რომელიც მალე გასკდება. მერაბიშვილი და სააკაშვილის თავია ყველაფერი რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. შენ სამეგრელო არ გაპატიებს იმას რასაც უკეთებდი. შენ დარჩი მხოლოდ ჩიორების, არონიების, საჯაიებისა და ნიჟარაძეების პრეზიდენტად. შენი დრო წარსულს ჩაბარდა მიშა”-აცხადებს ლალი ანთია.

 

სხვა ახალი ამბები: