ლალი ანთია მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში ადანაშაულებს

0

BtWZgარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია დღეს საგანგებო ბრიფინგის მოწვევას გეგმავდა თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა ის ხვალამდე გადაიდო. ჩვენ დავინტერესდით ბრიფინგის თემის მნიშვნელობით და ლალი ანთიას რამდენიმე კითხვაც დავუსვით ამის შესახებ. მან SMO.GE-სთან სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„სააკაშვილი არ უნდა ჩამოსულიყო სამეგრელოში, ხოლო რადგან ჩამოვიდა, ღობე–ყორე არ უნდა დამალულიყო და უნდა შეხვედროდა საზოგადოებას, მათ შორის – ჩვენც. მას ვეტყოდით, რომ ის ვადაგასული პრეზიდენტია, არ არის ლეგიტიმური, ვურჩევდით, წავიდეს მშვიდობიანად, სანამ არ არევს ქვეყანას, მათ შორის – სამეგრელოს. მიშა ზურაბ ჟვანიას მკვლელია! ყველაფერს ვაპატიებდი, მაგრამ იმას – ვერა, რომ თავის მეგობარს, თავის გამზრდელ ზურაბ ჟვანიას უღალატა. პირადად მიშას ვადებ ხელს და ვეუბნები, შენ მოკალი ზურაბ ჟვანია, რადგან გეშინოდა მისი! ზურა იყო უძლიერესი პოლიტიკოსი, მიშას კი მასზე ძლიერი ამ ქვეყნად არავინ უნდა. მიშამ ჟვანია შეხვედრაზე დაიბარა და იმ საღამოსვე მოკლა. ზურას არ ეგონა, რომ მეგობრები უღალატებდნენ, თუმცა ჯალათები აღმოჩნდნენ მის გვერდით. გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე, – ესენი ყველანი ჯალათები არიან და მიშას შეუწყვეს მკვლელობაში ხელი. ამ პროცესებს კი თავად გია ბარამიძე ესწრებოდა. ესენი ყველანი კაცებად ზურამ აქცია. მე როცა დავურეკე ჟვანიას, ზურა ცოცხალი იყო და არაჩვეულებრივ ხასიათზე. მახსოვს, ეს იყო მკვლელობის დღეს, 00:20 სთ–ზე. 7 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მან მითხრა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა, ორ დღეში კი უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ამ შეხვედრიდან მან ცოცხალმა ვერ გამოაღწია. შემდეგ კი ყველამ იცით, რომ მერაბიშვილმა აუწყა ხალხს, ზურაბ ჟვანია გაიგუდაო. იმ შეხვედრაზე მოხდა უთანხმოება, მაგრამ დეტალები არ ვიცი. მიშას გარეშე მას ვერ მოკლავდნენ, რადგან მის გარეშე არაფერი ხდებოდა ქვეყანაში. ამის შემდეგ ის 9 წელი კი არა, 9 დღეც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი!”,– განაცხადა ლალი ანთიამ.

სხვა ახალი ამბები: