ლალი ანთია:- “საკაშვილმა ჟვანია საკუთარი ხელით მოკლა!”

2

543942_290485474416568_298607321_nარასამათვრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ხელმძღვანელი ლალი ანთია გაზეთ “ასავალ-დასავალს” სკანდალურ ინტერვიუს აძლევს და  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

მისი განმარტებით, ერთმა ცნობილმა ნაციონალმა დეპუტატმა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრად ითვლება და რომელიც დღესაც საპარლამენტო უმცირესობის წევრია, 2006 წლის 20 სექტემბერს მოსკოვში გაამგზავრა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ქართველებთან შესახვედრად. ლალი ანთი განმარტავს, რომ ამ ნაციონალი დეპუტატის დავალებით ის მოსკოვში  იგორ გიორგაძის მეუღლეს და ჯემალ გოგიტიძეს შეხვდა. თუმცა რა დავალებით იყო ის გაგზავნილი ინტერვიუში არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამას საჭირო დროს და ადგილას იტყვის. ის ასევე თავს იკავებს თავად ნაციონალი დეპუტატის ვინაობის დასახელებისაგან.

“2006 წელს მონაწილეობას ვიღებდი ადგილობრივ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვე და ზუგდიდდის საკრებულოს წევრი გავხდი, არჩევნებამდე ორი დღით ადრე შეხვედრაზე დამიძახა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ. მასთან კაბინეტში იჯდა იმდროინდელი დეპუტატი ლაშა დამენია. გოროზიამ პირდაპირ მითხრამ რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო. ვკითხე, რატომ-მეთქი? გოროზიამ მაგიდაზე მუშტი დაარტყა და მკაცრად მითხრა, ასეა საჭირო და განცხადება უნდა გააკეთო, რომ არჩევნებს ეთიშებიო. გოროზიას ბრძანებას არ დავემორჩილე, არჩევნებში მონაწილეობა მივიღე და, როგორც გითხარით, გავიმარჯვე კიდეც. შემდგომ გავიგე, რომ გოროზიას და დამენიას არჩევნებიდან ჩემი ჩამოშორების ბრძანება პირადად სააკაშვილისგან ჰქონდათ მიღებული და რაკი ეს არ გამოუვიდათ, ამის გამო სააკაშვილთან პრობლემები შეექმნათ”,- აცხადებს ლალი ანთია.

მისივე განმარტებით, სააკაშვილთან ის ყოველთვის დაპირისპირებული იყო თვით ზურაბ ჟვანიამაც  ვერ შეძლო მათი შერიგება.

“სააკაშვილისთვის განსაკუთრებით მიუღებელი და საშიში გავხდი მას შემდეგ, როცა ხმამაღლა ვთქვი, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ღამეს ტელეფონზე ველაპარაკე. იგი შესანიშნავ ხასიათზე იყო და მითხრა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიდიოდა. მე ამის შესახებ განვუცხადე ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას სახლთან, შარტავას ქუჩაზე, როცა ზურას ცხედარი ჯერ კიდევ რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში ესვენა. ამ განცხადებიდან ზუსტად 15 წუთში მოვიდნენ ვიღაცეები, მტაცეს ხელი, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც ერთ-ერთი ცნობილი მაღალჩინოსნის კაბინეტში შემიყვანეს. პირდაპირ მითხრეს, ზურაბ ჟვანია “ისეთი” იყო და რა სიტუაციაშიც იპოვეს მკვდარი, ეს არის მართალი, შენც თუ დაადასტურებ ამას, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილად იცხოვრებთ შენ და შენი ოჯახიო! გამოძიებას ყველაფერს ვეტყვი. იმ მაღალჩინოსნის გვარსაც დავუსახელებ, ვინც ასეთ სიბინძურეს მთავაზობდა, თუმცა, იგი ამას აკეთებდა სააკაშვილის დავალებით. სანამ ციხეში მიკრავდნენ თავს, დამინახა ერთმა ამჟამინდელმა ნაციონალმა დეპუტატმა, რომელიც ზურას მეგობრად ითვლება, მაგრამ სინამდვილეში არის ზურას მოღალატე და მითხრა, შენ უნდა შეხვდე ვანო მერაბიშვილს და ისე უნდა მოიქცე, როგორც ის გეტყვისო. დიახ, მერაბიშვილს ჩემთვის უნდა ეთქვა, რომ მე გამოვსულიყავი და მეკეთებინა განცხადებები იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა არ მომხდარა და ის სცენა, რაც კონსპირაციულ ბინაში დადგეს, რეალობას შეესადაგებოდა. რა თქმა უნდა, მერაბიშვილთან შეხვედრაზე უარი განვაცხადე და ზუსტად ორ დღეში, 2007 წლის 25 აგვისტოს, შეთითხნილი ბრდალდებით დამაკავეს!”,- განმარტავს ლალი ანთია.

მისივე განცხადებით, საპატიმროდან პერიოდულად  შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კაბინეტში გაყავდათ და ეუბნებოდნენ, რომ ციხიდან გაათავისუფლებდნენ იმ შემთხვევაში, თუ გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ ზურაბ ჟვანიას თბილისში არაერთი კონსპირაციული ბინა ჰქონდა, რომელსაც  პირადი შეხვედრებისათვის იყენებდა.

“გარდა იმისა, რომ უკვე მოკლული ზურა ჟვანიას სიბინძურეში გახვევა უნდოდათ სააკაშვილს და მერაბიშვილს, მათთვის მთავარი იყო ისიც, მე გადამეთქვა და აღარ დამედასტურებინა, რომ სიკვდილის ღამეს ზურამ მითხრა, პრეზიდენტთან შესახვედრად მივდივარო. დიახ, მათ არ აწყობდათ იმის გამჟღავნება, რომ ზურა იმ ავბედით ღამეს მართლა სააკაშვილთან იყო შეხვედრაზე და იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა. საკაშვილმა ჟვანია საკუთარი ხელით მოკლა! ამას ვამბობდი ყოველთვის და ვიტყვი ყოველთვის”,- განაცხადა ლალი ანთიამ.

მისივე განმარტებით,  მან პირობა მისცა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ მათ დავალებებს შეასრულებდა და ციხიდან გაათავისუფლეს.

“ციხიდან ჩემს გათავისუფლებას საფუძვლად დაუდეს ყალბი სამედიცინო დასკვა, თითქოს მე ვარ უმძიმესი ავადმყოფი, იმ დასკვნაში ისეთი დიაგნოზი წერია, მე უკვე კარგა ხნის მკვდარი უნდა ვიყო. დიახ, მე თავი დავაღწიე საპყრობილეს და უკვე თავისუფლებაზე მყოფმა ვთქვი უარი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ბინძური დავალებების შესრულებაზე. ციხიდან ჩემი გათავისუფლების პირობა იყო, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებაში”  შემავალი ერთ-ერთი პარტიის წევრი უნდა გავმხდარიყავი და მემუშავა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, შიგნიდან მიმეწოდებინა მათთვის ინფორმაციები. ასევე დავალება იყო, რომ აქტიური ზუგდიდელი ქალბატონებისაგან შემექმნა ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდში არ შემოუშვებდა და სამეგრელოში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ მისცემდა!

რა თქმა უნდა, ყველაფერი პირიქით გავაკეთე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ “ქართულ ოცნებას” დავუდექი გვერდით და ზუგდიდში რითაც შემეძლო, ვეხმარებოდი. ამის გამო ჩემს წინააღმდეგ დაიწყო შანტაჟი და მუქარები, რომ არჩევნების შემდეგ, ისევ ციხეში დამაბრუნებდნენ, ამჯერად უკვე სამუდამოდ”, აცხადებს ლალი ანთია და განმარტავს, რომ მუქარის მიუხედავად   უკან არ დაუხევია.

“მე მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ ჩემი დაპატიმრების და, მით უფრო, ჩემი გათავისუფლების დეტალებით და ეს ბევრ რამეს ახდის ფარდას, მათ შორის, სააკაშვილისა და მერაბიშვილის გაუგონარ სიბინძურეებს!”,- აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: