ლალი ანთია სასჯელაღსრულების ყოფილ ხელმძღვანელს სატელევიზიო დებატებში იწვევს

0

laliiაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/lali-antia.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის მაია ხასიას თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება და თავად ხასიას სატელევიზიო დებატებში იწვევს. ანთიას განცხადებით ადგილთა გადანაცვლებით ჯამი სამწუხაროდ არ შეცვლილა. ის აპროტესტებს ხასაიას სასწავლო ცენტრში გადაყვანას და ამბობს, რომ ხასია ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც საქართველოს ახალ ხელისუფლებაში ნეპოტიზმს ამკვიდრებს.

“მაია ხასაია ბაჩო ახალაიას კადრია და ამას მრავალჯერ გავიმეორებ. ასე რომ ადგილთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა. ხასია ერთი თანამდებობიდან მოიშორეს და მეორეში მაინც შეძვრა. რა უნდა გააკეთოს ხასაიამ სასწავლო ცენტრში? ცოცხებით პატიმრების დასჯაში უნდა მოამზადოს ახალი ზონდერები? მან დაამკვიდრა ნეპოტიზმი და ყველგან მისი ნათესავები დაასაქმა, საკუთარი ძმა, და და ბიძაშვილები. მე ვიწვევ მას სატელევიზიო დებატებში და მზად ვარ მას პირისპირ ყველაფერი მივახალო რაც კი ვიცი მასზე”-აცხადებს ლალი ანთია smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

სხვა ახალი ამბები: