ლალი ანთია სკანდალურ ინტერვიუში ყოფილ მაღალჩინოსნებს ამხელს

0

laliარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია გაზეთ “ქრონიკა+”-ში სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ფარდას ხდის იმ გასაიდუმლოებულ შტაბსა და საიდუმლო თათბირებს, რომლესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია მართავდა. ანთიას განცხადებით სამეგრელოს რეგიონის წინასაარჩევნო შტაბს ზაზა გოროზია ხელმძღვანელობდა და თავად შტაბი ზუგდიდის თხილის ქარხნის “არგონატსის” ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

“მათი შტაბი მდებარეობდა თხილის ქარხანა “არგონატსში”. ამ შტაბს, ფაქტობრივად, გოროზია განაგებდა, თუმცა ოფიციალურად “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შტაბს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას მოადგილე, წარმოშობით სენაკელი გია სოსელია ხელმძღვანელობდა. მისი შვილი, ბექა სოსელია კი სამხარეო შტაბს განაგებდა და ახალგაზრდა ზონდერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა”-აცხადებს ლალი ანთია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი საიდუმლო შტაბის საქმიანობაზეც ლაპარაკობს. მისი განცხადებით გოროზიას მიერ შექმნილ საიდუმლო შტაბში ყოველღამე თათბირები იმართებოდა, სადაც სამეგრელოს კუდის უფროსებს, საკრებულოს მაღალჩინოსნებს, გამგებლებსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს იბარებდნენ..

“ღამის 2-3 საათზე იქ იმართებოდა საიდუმლო თათბირები,-ჩარაზავდნენ გარეთა მთავარ შესასვლელს, სადაც სპეციალურად დაქირავებული დაცვა ეყენათ და რიგ-რიგობით შედიოდნენ სამეგრელოს ყოფილი მაღალჩინოსნები, საკრებულოს წევრები, პოლიციის შეფები, კუდის უფროსები და გამგებლები. სწორედ ამ თათბირებზე განიხილებოდა ზონდერ-ჯგუფების მთავარი მიმართულებები და ძირითადი სტრატეგია. ღამის თათბირებზე იბარებდნენ ასევე ადგილობრივ ბიზნესმენებს, მათ შორის, ბევრი ბიზნესმენი მოსკოვიდან იხმეს. მთავარი მიზანი იყო ფულის, ანუ წილების ჩადება და იარაღის ყიდვა-შენახვა.”-აცხადებს ლალი ანთია.

ლალი ანთიას სააშკარაოზე გამოაქვს წალენჯიხის კუდის უფროსის ზაალ ღურწკაიას ქმედებები წინასაარჩევნოდ და მას აფხაზეთიდან სამეგრელოში იარაღის შემოდინებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, წარმოშობით გალელი კუდის უფროსი მთავარი ძალა იყო, რომელსაც რეგიონში შავი სამუშაოები და იარაღის შემოტანა ევალებოდა.

“ზაალ ღურწკაია აგვარებდა იარაღის ტრანზიტს აფხაზეთიდან სამეგრელოში. ეს საუკუნის დანაშაულია, რომელიც “ნაცებმა” ჩაიდინეს. გოროზიამ და დამენიამ გამოხრეს საკრებულოს თანხები იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინათ თავიანთი ბანდიტური მიზნებისთვის.”

ლალი ანთია გაზეთ “ქრონიკა+”-თან საუბარში განმარტავს, რომ მომავალში ყველა იმ ადგილობრივ ბიზნესმენებსაც დაასახელებს, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებლები იყვნენ სამეგრელოს რეგიონში. ასევე ანთია სკანდალური ინტერვიუს მიცემას აპირებს ციხეში მიმდინარე მოვლენებზე. როგორც თავად ამბობს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ბევრი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ძირითადად საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დირექტორებზე.

სხვა ახალი ამბები: