ლალი ანთია: „ჯგუშიასნაირი ტარაკნები ციხეში ცხვირში მიძვრებოდნენ და პირიდან ვაგდებდი“

0

tengoარასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი და ძველი ნომერკლატურის წარმომადგენელი თენგიზ ჯგუშია ორთვიანი ტაიმაუტის შემდეგ ისევ ალაპარაკდა. მისი სამიზნე ისევ და ისევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდერი ლალი ანთია გახდა. თენგიზ ჯგუშიამ და მისი გუნდის წევრებმა სწორედ ამ თემით „დააპრეზენტეს“ ახლადგამოჩეკილი ორგანიზაციის ოფისი. რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებებიდან თითქმის ყველა მოიწვიეს გარდა smo.ge-სა.

თენგიზ ჯგუშიას მიერ დღეს გამართულ თავშეყრას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდერი ლალი ანთია ეხმაურება, რომელსაც ჩვენ ინტერვიუ ვთხოვეთ.

-ქალბატონო ლალი, თენგიზ ჯგუშია ორთვიანი შესვენების შემდეგ ისევ ამოქმედდა. მისი სამიზნე ისევ და ისევ თქვენი ორგანიზაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხდება. რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე?

-ძალიან მიჭირს თენგიზ ჯგუშიაზე კომენტარის გაკეთება. მიჭირს იმდენად, რამდენადაც თენგიზ ჯგუშია არის არაადეკვატური ადამიანი. მისი სამიზნე ყველა ხდება, ვინც მის საქმიანობას წინ გადაეღობება. და ყველა ზუგდიდელმა იცის თუ რას წარმოადგენს თენგიზ ჯგუშია, რომელმაც გამოხრა „აღორძინება“, შემდეგ „მოქალაქეთა კავშირში“ გადაბარგდა და საბოლოოდ 20.000 ამომრჩეველი მოატყუილა. თენგიზ ჯგუშია ის ადამიანია, რომელიც თავისი გუნდის წევრების ბეჟან შანავას (ამ დროს ის სოცუზრუნველყოფას ხელმძღვანელობდა) და ბესიკ ჭეჟიას (სახალხო ბანკის მმართველი) დახმარებით პენსიონრებს თითო ლარებს აჭრიდა. ამის შემდეგ ვინ უნდა გახდეს ამ მართლაც ბანდიტის სამიზნე? სასაცილოა.

-თენგიზ ჯგუშიას ბრიფინგის მთავარი თემა ხდება ე.წ „მილები”. კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ ამის შესახებ.

-მოგახსენებთ, რომ ეს „მილების“ თემა ისევ და ისევ თენგიზ ჯგუშიას მიერ არის ყურით მოთრეული. მე ადრეც ვამბობდი და ვაფიქსირებ ახლაც, რომ ის ხალხი, რომელიც ორ-სამ სოფელში შეკვეთილ აქციებს აწყობდა, თენგიზ ჯგუშიას მიერ იყო შეკვეთილი და ამას ახორციელებდნენ მისი პატარ-პატარა სატელიტი ჯგუფები. ყველა მისი ჯგუფი გაშიფრულია და თავის დროზე ყველა დასახელდება. მათი მიზანი ერთადერთია, სიტუაციის არევა და საბოტაჟი.

-თენგიზ ჯგუშია ბრალს გდებთ და აცხადებს, რომ თქვენ მართავთ სამეგრელოს. რამდენად რეალური ბრალდებაა ეს?

-ამაზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა. ჩემი შენ გითხარიო. იყო დრო როცა თენგიზ ჯგუშია და მისი ამალა მართავდა სამეგრელოს. კარგად ახსოვს ზუგდიდს ნარკომანების პარპაში ამ დროს და საავადმყოფოში კიბოიანებისთვის გათვალისწინებული მორფინის გატანა „ლომკაში“ მყოფი ნარკომანებისთვის. ამ დროს იმართებოდა სწორედ სამეგრელო. ეს დრო დამთავრდა ჩვენდა საბედნიეროდ და ვერავინ და ვერასოდეს ვერ აიღებს სამეგრელოს სათავისოდ მართვის სადავეებს. სამეგრელოს მართავს ძლიერი ძალა და ძლიერი პარტია. თენგიზი ბევრს ციბრუტობს, ბევრს დახტის, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი გამოსდის საწყალს. ვერც ვერასოდეს გამოუვა, ამაში მე ვარწმუნებ მას, რადგან ზუგდიდმა და სამეგრელომ კარგად იცის ვინ არის ჯგუშია. 20.000 ზუგდიდელი ვერასოდეს ვერ აპატიებს მას მოტყუებას. ჭორზე ჭორით ვუპასუხებ თენგიზ ჯგუშიას თუ ეს სიამოვნებს. როცა ის ნავარდობდა ზუგდიდში, ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ სწორედ ჯგუშიების კლანს შემოჰქონდათ ჩვენს ქალაქში ნარკოტიკები და მათ გაანარკომანეს თანაქალაქელთა 80 პროცენტი. ამაზე ააქვს პასუხი ჯგუშიას?

-თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ვინ აფინანსებს და ვინ უმაგრებს ზურგს თენგიზ ჯგუშიას?

-ისევ და ისევ ძველი მეგობარი ნაცები. ისევ ის კობა ნაყოფია, რომელსაც დეპუტატობაზე 50.000 გადაახდევინა და უთხრა სიაში ჩაგწერო. ნაყოფიაც ისევე გადააგდო, როგორც 20.000 ზუგდიდელი. არის თუ არა ახლა ეს თაღლითობა?  თვითონ ავრცელებდა ხმებს თითქოს მას ზურგს უმაგრებდნენ მოქმედი პარლამენტარები. ასახელებდა კიდევაც მათ ვინაობას. მაგრამ ყველაზე მეტად ზაქარია ქუცნაშვილზე აკეთებდა აქცენტს. ეს არის ბლეფი. მას არც ქუცნაშვილი და არც არავინ უმაგრებს ზურგს. უბრალოდ ეს ისევ და ისევ ჯგუშიას ფანტაზიებია. მას ერთადერთი ვინც დარჩა, ეს არის „ნაცბანდა“, ვისაც ჯგუშია ზუგდიდში სიტუაციის ასარევად სჭირდება.

-ჯგუშია ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში ისიც იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

-ესეც მისი ფანტაზიაა თავის გასამართლებლად. ის იბრძოდა „ნაცზონდერებთან“ ერთად და მწყემსავდა „ვინსტონის“ ბიზნესს. შემდეგ თხასავით „კვარციტშიც“ შეიპარა, თუმცა იქიდან მალე გამოაძევეს.

სად იბრძოდა ჯგუშია? გინახავთ სადმე? ან უნახავს საზოგადოებას რამეზე ხმა აღემაღლებინოს? ის ჩირგვში იმალებოდა როგორც კურდღელი და ელოდებოდა ვინ საიდან შემოუგდებდა ლუკმა პურს და საზრდოს. რა გინდა, გაუმართლა ბიჭს, პრადოც ყავს და „ვინსტონის“ პირში უდევს.

იმ დროს კი როცა ჯგუშია ჩირგვში იმალებოდა მე „კუდ“-სა და „სოდ“-ს ვებრძოდი, და უფრო ადრე კი ციხეში მიშას რეჟიმს ვუმკლავდებოდი. ჯგუშიასნაირი ტარაკნები ცხვირიდან შემდიოდნენ ციხეში და პირიდან ვაგდებდი. მიუხედავად ყველაფრისა ერთი წუთით არ დავხეულვარ უკან და ბრძოლას განვაგრძობდი. ზუსტად ასე განვაგრძობ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ სანამ ცოცხალი ვარ.

სხვა ახალი ამბები: